რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, თუმცა მე მჯერა ქართველი ერის, ისინი იმსახურებენ ევროპული ცხოვრების გზას

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, - ასე აფასებს „ტვიტერის" გვერდზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის შეფასებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ევროპული ცხოვრების გზას იმსახურებს.

"საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, ქვეყანამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა, თუმცა მე მჯერა ქართველი ერის. ისინი იმსახურებენ ევროპული ცხოვრების გზას", - წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხს, ქვეყნის მიერ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა