კარლ ჰარცელი - ჩემი როლი არ არის, რომ სხვადასხვა სახის გამოსვლებს დავესწრო - გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ

არ არის არც ჩემი როლი და არც ჩემი ჩვევა, რომ დავესწრო სხვადასხვა სახის გამოსვლებს. გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა 20 ივნისის აქციაზე მისვლას.

ელჩის თქმით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.

„მივესალმები პროევროპული არჩევანის შესახებ სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. ეს არ არის არც ჩემი როლი და არც ჩემი ჩვევა, რომ დავესწრო სხვადასხვა სახის გამოსვლებს. გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ.

მინდა კიდევ უფრო პირდაპირი ვიყო და გითხრათ, რომ მე არ ვესწრები ასეთ გამოსვლებს იქიდან გამომდინარე, რომ ვარ დიპლომატი და გამაჩნია განსაზღვრული მანდატი. რაც შეეხება საქართველოს, ასეთი გამოსვლები და აქციები ეხება საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებს, ამბიციებს და ძალიან დიდი გულისხმიერებით მივესალმები ორივე აქციას, რომელიც იყო და რომელიც იქნება. უამრავი სხვადასხვა ღონისძიება, კონფერენცია იყო, ვიღებდი უამრავ წერილს, რომელსაც შემდეგ ბრიუსელში ვგზავნიდი და რომელიც ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, მშვენიერი ევროკავშირის დიდი დროშაა ხელმოწერებით, რომელიც მოგვიტანეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები