ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შესაძლოა, მისმა გადადგომამ გავლენა იქონია უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებაზე

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მერკელმა გამოცემა RND-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო (რუსეთის შეჭრას), ისევე როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.

მან აღიარა, რომ კანცლერის თანამდებობის დასასრულს სუსტად იყო.

„აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში (კონფლიქტის მოგვარების) სხვადასხვა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო“, - დასძინა მერკელმა.

მანვე არ გამორიცხა, რომ მოგვიანებით შუამავლობაც იკისროს არსებულ კონფლიქტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა