მიხაილო პოდოლიაკი - ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა - სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რუსეთის მიერ აღიარებულ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ კვაზი სახელმწიფოები უწოდა.

„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის/ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია,“- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, გუშინ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და ეს პრინციპი ასევე გავრცელდება ლუგანსკისა და დონეცკის კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო