„გირჩი“ „დედაენის ბაღში“ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარ ამომრჩეველთან ისაუბრებენ რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები.
„რადგანაც ისე მოხდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აქციები ცალ-ცალკე ეწყობა, ეს პრაქტიკა ჩვენ არ დაგვიწყია. ამომრჩეველს, რომელსაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა აინტერესებს, შევთავაზეთ, რომ გვესაუბრა - რა არის ევროპა, როგორ ვუყურებთ ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს და რა არის ის, რაზეც ევროპის სახელით გვესაუბრებიან, თუმცა დასავლეთთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"