იაგო ხვიჩიას განცხადებით, ახლა მიზანი „ქართული ოცნების“ ლანძღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ალტერნატიული, ევროპული იდეის ჩამოყალიბება

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ახლა მიზანი „ქართული ოცნების“ ლანძღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ალტერნატიული, ევროპული იდეის ჩამოყალიბება.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთპიროვნული მმართველობის ალტერნატიული აზრი უნდა გაჩნდეს.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ალტერნატიული იდეა. რა იდეაც არის მართლა ევროპული იდეა. „ქართული ოცნების“ ლანძღვა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ შეცდომებზე სწავლა და ჩამოყალიბება იმ აზრზე, რა აზრიც გვინდა დავუპირისპიროთ დღეს არსებულ აზრს. იმიტომ, რომ როგორც გვითხრეს, ეს აზრი ევროპული არ არის და თუ ეს აზრი არ შეიცვლება, ევროპაში არ მიგიღეთო. მაგრამ ეს აზრი რომ შეიცვალოს, ერთპიროვნული მმართველობის ალტერნატიული აზრი უნდა გაჩნდეს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, არის თუ არა „გირჩი“ მზად, ახალი იდეის ჩამოყალიბებისთვის სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, ხვიჩია ამბობს, რომ „გირჩი“ „ნებისმიერ ადამიანთან ერთად იბრძოლებს, ვინც იდეისთვის იბრძვის“.

„თუ დავინახეთ, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც იდეების დანახვა და მათი დაცვა შეუძლიათ, ჩვენ მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, მაგრამ ეს ასე ერთი ხელის მოსმით არ ხდება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება “ერთგვარი წახალისებაა”, საქართველოს შემთხვევაში კი გეოგრაფიული მდებარეობაც აღმოჩნდა ხელისშემშლელი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა