ოლაფ შოლცი - ბერლინი იმუშავებს, რომ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა შეთანხმდეს უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აუცილებელია.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ბევრი იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და სურთ იცოდნენ, რომ ეს მათ ევროპამდე მიიყვანს.

შოლცის მტკიცებით, ბერლინი იმუშავებს იმისთვის, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდეს უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგთან ერთად უკრაინაში განხორციელებულ ვიზიტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ქალაქ ირპინში, მისი შეფასებით, საშინელი განადგურების კვალი იხილა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველვყოთ, რომ დაფინანსება ხელმისაწვდომი იყოს, ხელს შევუწყობთ რეკონსტრუქციას, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს