მიხეილ სააკაშვილი - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს - 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს და 20 ივნისი სწორედ „თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“.

ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ.

20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა