უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა 5-5 ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
Reuters-ის ცნობით, არ არის ცნობილი, გაცვლილ ტყვეებს შორის რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან თუ არა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 5 უკრაინელი ტყვედან 4 მაშინ აიყვანა, როდესაც კიევის ოლქის გარკვეული ნაწილები დაიკავა.