უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის  განცხადებით, ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსი დანილოვის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ დანილოვმა The Globe and Mail-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დანილოვის თქმით, ყველა აღნიშნული თავდასხმის მცდელობა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მოხდა. ამასთან, დანილოვმა ზელენსკიზე თავდასხმის დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ, რომელთაც ზელენსკის მოკვლა დაევალათ, მაგრამ "მთლიანად განადგურდნენ".

ალექსი დანილოვმა დასძინა, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის პარტნიორების მიერ ქვეყნისთვის საჭირო იარაღის მიწოდება იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს