„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავებას გეგმავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ევროპული პერსპექტივის რეკომენდაციას ეხმიანება.

პლატფორმა უახლეს პერიოდში კოალიციის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით შეხვედრის გამართვას და ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავებას გეგმავს.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მათზე გაწეულ რეკომენდაციას ულოცავს, რომ მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ.

ჩვენ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ასევე „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატებში, უკრაინისა და მოლდოვის ეროვნულ პლატფორმებთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა ყველა ის პირობა, რაც ჩვენს ქვეყნებზე ევროკომისიამ გასცა ერთობლივად იქნას შესრულებული.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოსთან მიმართებით გაცემული პირობები, გვანიჭებს პასუხისმგებლობას, რომ პლატფორმის ფარგლებში, პროაქტიურები ვიყოთ. პლატფორმა უახლეს პერიოდში გეგმავს, კოალიციის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით, შეხვედრა გამართოს და ყველა ვალდებულებასთან მიმართებით შესაბამისი რეკომენდაცია შეიმუშაოს. ყველა მხარესთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით, შესაბამის ვადებში, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას მიღწეული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში