თურქეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორი - რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს და  სანაცვლოდ უკრაინას პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნების გახსნას ჰპირდება

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. სანაცვლოდ კი უკრაინას პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნების გახსნას ჰპირდება, - ამის შესახებ თურქეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ალვარო როდრიგესმა CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საყურადღებოა ორი თვალსაზრისით. ჯერ ერთი, უკრაინის მიერ ექსპორტირებულმა მარცვლეულმა შეიძლება დატოვოს ქვეყანა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული უკრაინულ იმპორტზე... ეს გეგმა და დერეფანი მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკისთვის ომის პერიოდშიც კი , ამასთან უფრო მეტი სასურსათო უსაფრთხოებისთვის და სურსათის გლობალური ფასებისთვის“, - აღნიშნა როდრიგესმა.

მისივე თქმით, გაერო უპირველეს ყოვლისა, რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ელოდება.

"პირველ რიგში ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა. თუ კონკრეტულად ვსაუბრობთ სურსათის დეპარტამენტზე, მოლაპარაკებები გრძელდება მაღალ დონეზე. მაგრამ იქიდან მარცვლეულის გემების გაყვანა არც ისე ადვილია, როგორც თქვენ ფიქრობთ. რუსული ფლოტი შავ ზღვაშია. ჩვენ ასევე ვიცით, რომ უკრაინას აქვს ნაღმები ნაპირებზე საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ არის საჭირო ბევრი მოლაპარაკება, რათა შევთანხმდეთ, როგორ გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - განაცხადა როდრიგესმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს სანქციების მოხსნას.

„რუსეთს სურს გაუქმდეს სანქციები საკუთარი მარცვლეულის ექსპორტის წინააღმდეგ. ასე რომ, მოლაპარაკებები მაღალ დონეზე მიმდინარეობს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას. თურქეთის შუამავლობას ძალიან აფასებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში“, - განაცხადა როდრიგესმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს