ქაბულში სიქების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სიქების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ISIS-Khorasan“-მა საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა, რომ სიქების ტაძარზე მომხდარი თავდასხმა "შურისძიების აქტი" იყო ინდოეთის მმართველი პარტიის წევრების მიერ წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის გამო.

გუშინ მომხდარ თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი კი დაშავდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ინდოეთის მმართველი პარტიის ლიდერებმა ანტი-ისლამური კომენტარები გააკეთეს, რასაც მუსლიმურ სამყაროში ვნებათაღელვა მოჰყვა. ქაბულის პოლიციის ცნობით, შვიდმა შეიარაღებულმა პირმა ტაძრის შტურმით აღება შაბათს დილის საათებში სცადა. სამართალდამცველებმა ყველა თავდამსხმელის ლიკვიდაცია რამდენიმესაათიანი შეტაკების შემდეგ მოახერხეს. ISIS-K-ის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი სიქების ტაძარში ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით შეიარაღებული შეიჭრა. ტაძარში 30 ადამიანი იმყოფებოდა. ავღანეთის ისლამურმა ემირატმა მკაცრად დაგმო „ავღანელი ხალხის მტრების მიერ ქაბულში ინდუისტური სალოცავის მიზანში ამოღება“. თალიბებმა მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ სერიოზულ ზომებს მიიღებს დამნაშავეთა იდენტიფიკაციისა და დასჯისთვის. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე ქაბულში განხორციელებული თავდასხმა დაგმო გაერომ, ევროკავშირმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს