გერმანიის კანცლერი ევროკავშირის რეფორმირების ინიციატივით გამოდის, რათა ახალი წევრების მიღება გამარტივდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვიდა, რათა გაადვილდეს ახალი წევრების მიღება. ამის შესახებ მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის არა მხოლოდ მიღების მსურველები უნდა მოემზადონ, არამედ თავად ევროკავშირიც.

„ამისთვის მან უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა,თუნდაც დღეს რომ ეს პროცედურა მოითხოვს ერთსულოვნებას", - განაცხადა კანცლერმა.

როგორც მედია წერს, შოლცს სურს ამაზე ევროკავშირის სამიტზე ხუთშაბათს და პარასკევს ისაუბროს.

სამიტზე 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა