გიგი გიგიაძე - თუ ერთი ქვეყანა მაინც იტყვის, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, თეორიული ალბათობა, მივიღოთ კანდიდატობა, არსებობს, მაგრამ ხელისუფლებას არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამ პოზიციას დაიცავს

არ მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცვლის, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება იგივე დარჩება და ჩვენ დავშორდებით „ასოცირებულ ტრიოს“. ეს არის ნეგატიური და ძალიან არასასურველი განვითარება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა „ასოცირებული ტრიოს“ მოწინავე ქვეყნად, - ასე აფასებს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ექსპერტი გიგი გიგიაძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

გაგიაძის შეფასებით, თუ ერთი ქვეყანა მაინც იტყვის, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს, არსებობს თეორიული ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომაც მიიღოს, თუმცა ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ ჰყავს ასეთი მეგობარი და პარტნიორი.

„ჩვენ 17 ივნისს მოვისმინეთ ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც კონკრეტული გზამკვლევი, იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს იგივე სტატუსი, რასაც იღებენ უკრაინა და მოლდოვა. ეს რეკომენდაცია ერთი კვირის მანძილზე უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ, რომელსაც თეორიულად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ეს რეკომენდაცია და სამივე ქვეყანას ერთი და იმავე კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამისათვის პირველ ყოვლისა აუცილებელია ჩვენ გვყავდეს მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც ამ პოზიციას დაიცავენ. შეეცდებიან საქართველოც არ ჩამოცდეს ამ ტრიოს და მიიღოს იგივე პირობები რაც აქვს უკრაინასა და მოლდოვას.

სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცვლის, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება დარჩება იგივე და ჩვენ უკვე დავშორდებით ასოცირებულ ტრიოს. ეს არის ნეგატიური და ძალიან არასასურველი განვითარება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ ითვლებოდა ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყნად, ჩვენ ვიყავით ყველაზე სამაგალითო ქვეყანა.

იმისათვის, რომ პრობლემა გადაიჭრას მოცემული გვაქვს 12 დირექტივა, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტში არის გაწერილი. რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, მით უფრო სწრაფად მოხდება კანდიდატის სტატუსის განხილვა ევროკომისიის მიერ. თუ ერთი ქვეყანა მაინც იტყვის, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, თეორიული ალბათობა, რომ საქართველომაც მიიღოს კანდიდატობა და შემდეგ პირობები, არსებობს. ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ ჰყავს ისეთი მეგობარი და პარტნიორი რომელიც ამ პოზიციას დაიცავს, ეს დღეები უნდა გამოვიყენოთ სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს კრიტიკული მეგობრების ჯგუფის მობილიზება, ამ პოზიციის მისაღწევად“, - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს