დიმიტრი მედვედევი - ვითარება, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ბედნიერების დადგომასთან, მაგონებს შელოცვას, რომელიც ევროკავშირმა გააკეთა უკრაინის წევრობისთვის

ვითარება, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ბედნიერების დადგომასთან, მაგონებს შელოცვას, რომელიც ევროკავშირმა გააკეთა უკრაინის წევრობისთვის,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

„ხომ დაჰპირდნენ. სწორედაც, რომ დაჰპირდნენ. თანაც, დაჰპირდნენ მალორასიას, საქართველოსაც კი არა (მათ ადგილზე, მე გავბრაზდებოდი, აღარაფერს ვამბობ თურქეთზე). დაჰპირდნენ, მაგრამ პირობებით. თითქოსდა, უკეთესები უნდა გახდნენ და სუფთები. ნაკლებად კორუმპირებულები და გაცილებით განვითარებულები, განათლებულები, გონიერები. ურსულა დეიდამ ისიც კი თქვა, რომ უკრაინელები იხოცებიან კიდეც ევროკავშირის წევრობისთვისო და მორჩა“,-წერს მედვედევი.

ის, ასევე, დასძენს, რომ სამაგიეროდ, მოყვანილია ბევრი შეუმოწმებელი აბსტრაქტული პირობები და მათი ობიექტური ვერიფიკაცია შეუძლებელია.

მისივე თქმით, კომუნიზმი, შესაძლოა, დამყარებულიყო კიდეც, თავად კავშირი რომ შენარჩუნებულიყო.

„იქნებ (ხეზე ვაკაკუნებ) და ევროკავშირი მაგ დროისთვის გაქრება? გაფიქრებაც კი საშიშია, რა სკანდალი მოხდება, არა და რამხელა მსხვერპლია გაღებული სამსხვერპლოზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საცოდავ უკრაინელებს რამხელა ტყუილი ელით? თვალი არ ეცეთ“ , - წერს მედვედევი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა