გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად გადაუდებელ ზომებს მიმართავს

გერმანია აცხადებს, რომ მიიღებს გადაუდებელ ზომებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეაჩერებს გაზის მიწოდებას.

ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში.

მთავრობა ამბობს, რომ ეს მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც.

"გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ სიტუაცია სერიოზულია, გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს და მეტი გაზი უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ყველაფერი "ნამდვილად დამძიმდება".

როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი მოჰყვა გასულ კვირას რუსული ენერგეტიკული გიგანტის „გაზპრომის“ გაფრთხილებას, რომ მკვეთრად შეამცირებს მიწოდებას ევროპაში, ხოლო გერმანიაში გაანახევრებს.

„გაზპრომმა“ მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა, მაგრამ გერმანელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი გერმანიის დასასჯელად უკრაინის მხარდაჭერისთვის.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს