ვატიკანში, სამართალდამცველებმა ავტომობილს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მძღოლმა საკონტროლო პუნქტი გაარღვია

იტალიელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მძღოლმა ვატიკანის საკონტროლო პუნქტი გაარღვია, რის გამოც პოლიციამ შემთხვევის ადგილი ტერორისტული საფრთხის გამო ჩაკეტა.

ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

პოლიციამ, საფრთხის გამო ანტიტერორისტული პროტოკოლი გაააქტიურა, რის შედეგადაც შვეიცარიული გვარდიის მიერ ვატიკანის დალუქვა მოხდა.

ესპანური მედიასაშუალების Hoy-ის ცნობით, დაკაცებულია 39 წლის წარსულში ნასამართლევი ალბანელი მამაკაცი, რომელიც ინციდენტის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ის BMW-ს მარკის ავტომობილს სწრაფად მართავდა, როდესაც მან პოლიციელების ყურადღება მიიპყრო.

სამართალდამცველებმა მამაკაცს ავტომობილის გაჩერება სთხოვეს, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობას აუჩქარა.

ინციდენტის დროს, ტერიტორია ტურისტებითა და მორწმუნეებით იყო სავსე, რადგან პაპი ფრანცისკე თავისი რეზიდენციის ფანჯრიდან ლოცვას აღავლენდა.

როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილი მანქანიდან გაიქცა და კარაბინიერებმა მისი დაკავება დევნის შედეგად მოახერხეს, თუმცა მანამდე მამაკაცმა თავისი ავტომობილი ორ პოლიციელს შეაჯახა, რის შედეგადაც ისინი დაშავდნენ. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის შესაჩერებლად ავტომატი გამოიყენეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მასში ანტი-ტერორისტული ინსპექტორები არიან ჩართულნი.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა დევნის დროს საკუთარი ავტომობილის ფანჯრიდან საფულე და საათი გადააგდო.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს