ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, მივიღებთ მხარდაჭერას“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში უნდა მიიღოს, ისტორიული გადაწყვეტილებაა.

„გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, ისტორიულია,“ - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია უკრაინის პერსპექტივაში.

შეგახსენებთ, პარასკევს ევროპულმა კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი