რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, რადგან ქვეყანამ, უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, პეკინს ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაისში ჩინეთში, რუსული ნავთობის იმპორტი წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა და რუსეთმა, როგორც ჩინეთის უმსხვილესმა მიმწოდებელმა, საუდის არაბეთი ჩაანაცვლა.

ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებმა Sinopec-მა და Zhenhua Oil-მა, შესყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდეს მას შემდეგ, რაც მათ დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში თითქმის 8.42 მილიონი ტონა შეადგინა და ამ მაჩვენებლით რუსეთმა გაუსწრო საუდის არაბეთს, საიდანაც ჩინეთმა, ანალოგიურ პერიოდში, 7.82 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიიღო.

ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მარტში განაცხადეს, რომ რუსულ ნავთობს აკრძალავდნენ, ევროკავშირი კი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ენერგორესურსების ექსპორტი რუსეთისთვის შემოსავლის სასიცოცხლო წყაროა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა