პაატა მანჯგალაძე - საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მსოფლიოში თავი რომ არ ჰქონდეს მოჭრილი „ქართულ ოცნებას", არ იცნობდნენ, როგორც „გადამგდებებს" და უპირო ადამიანებს

საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მთელ მსოფლიოში რომ თავი არ ჰქონდეს მოჭრილი "ქართულ ოცნებას", არ იცნობდნენ როგორც "გადამგდებებს", უპირო და სიტყვის არშემსრულებელ ადამიანებს, განსაკუთრებით ევროპაში, როცა შარლ მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს ევროპას, ამის შემდეგ "ქართულ ოცნებას" არავინ ენდობა, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ავანსად მისცეს.

მანჯგალაძის განცხადებით, მავნებლობაა ასევე განცხადებები, რომ სტატუსი საქართველოს არ მისცეს, რადგან ქვეყანამ ომი არ დაიწყო.

"რეალურია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გასცა ევროპულმა კომისიამ, მაგრამ ეს არარეალურია "ქართული ოცნების" პირობებში, რადგან მათ არ სურთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, დეოლიგარქიზაციას მით უმეტეს, ვერ განახორციელებს ოლიგარქი, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, ოპოზიცია გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომლითაც ხელისუფლებას ერთობლივ სამუშაო ფორმატებს შევთავაზებთ. რაც შეეხება იმ სისულელეს ან მიზანმიმართულ მავნებლობას, რომ საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რადგან ომი არ დავიწყეთ, ამაზე აშშ - ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის 100 პროცენტით რუსული ნარატივი ვინც ასე საუბრობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იქნებიან, თუ ხელისუფლების გარეთ ე.წ. ექსპერტები, ვინც ამას ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის