ედგარს რინკევიჩსი - უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს

უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. თქვენ იხილეთ ასევე კომისიის ანგარიშიდან, რომ პროგრესი და რეფორმები საკმარისია ამ სტატუსის მისანიჭებლად“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მისი თქმით, ეს ასევე ეხება მოლდოვასაც.

„ვფიქრობ, დღეს და ხვალ დისკუსიების დროს საბჭო შეძლებს მოემზადოს ლიდერების სამიტისთვის. ასევე ვიმედოვნებ, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ ორივე ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს