გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარბში კაპანაძეების ოჯახი მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარბში კაპანაძეების ოჯახი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი კაპანაძის 7 სულიან ოჯახს გორის მერიამ ხის კოტეჯი შეუძინა.

როგოც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ოჯახს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პროდუქტი მიუტანეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქველმოქმედმა კი, კაპანაძეებს საჩუქრად ავეჯი გადასცა.

„ოჯახს ახალი საცხოვრისი მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ოჯახი წლების განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გიორგი კაპანაძე, ავარიის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვა და არაერთი ოპერაცია დასჭირდა.

გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ ორი ოჯახს გადასცემს. საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს