გიორგი ვაშაძე - პრემიერმა თქვა, ჩავალთ ბრიუსელში და რაღაცებს გავარკვევთო, კიდევ საქმის გარჩევას აპირებენ თურმე

პრემიერმა თქვა, ჩავალთ ბრიუსელში და რაღაცებს გავარკვევთო, კიდევ საქმის გარჩევას აპირებენ თურმე - საქმეების გარჩევას ჩვენ მართლა ვაპირებთ ღარიბაშვილთან და ოლიგარქიულ კლანთან, თუ რატომ ჩაიდინეს ეროვნული დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია, რომელიც არის ერთ- ერთი მთავარი რეკომენდაცია, „ქართული ოცნების" პირობებში წარმოუდგენელია.

„ქართულ ოცნებას" აღარც კი ელაპარაკება არავინ ევროპაში. პრემიერმა თქვა, ჩავალთ ბრიუსელში და რაღაცებს გავარკვევთო, კიდევ საქმის გარჩევას აპირებენ თურმე. იმის ნაცვლად დღეს გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეთქვა დეოლიგარქიზაციას როგორ ახდენს ქვეყანაში. თქვენ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული დეოლიგარქიზაციის გჯერათ? მთავარი ამოცანა რაც დაგვისახა ევროპამ, არის დეოლიგარქიზაცია. როგორ გგონიათ, ოლიგარქის მსახური ღარიბაშვილი როგორ ახდენს დეოლიგარქიზაციას?! - კითხვას ვსვამ, რომელსაც ყველამ უნდა უპასუხოს, ეს ხომ წარმოუდგენელია! ამიტომ საქმეების გარჩევას ჩვენ მართლა ვაპირებთ ღარიბაშვილთან და ოლიგარქიულ კლანთან, რომელმაც მიიტაცა საქართველო, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაიდინეს ეს ეროვნული დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი დაამტკიცებს ევროპული საბჭო რეკომენდაციებს, ბრიუსელთან მაშინვე დაიწყებენ მუშაობას.

„ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები