გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლონეთს და რუმინეთს რკინიგზის ადაპტაციაში მხარს უჭერენ, რათა უკრაინაში რუსული საზღვაო ბლოკადის გამო ჩარჩენილი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოხდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის თქმით, გერმანია პოლონეთს და რუმინეთს რკინიგზის ადაპტაციაში მხარს უჭერს, რათა უკრაინაში რუსული საზღვაო ბლოკადის გამო ჩარჩენილი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
„რკინიგზის ლიანდაგებს მოდერნიზება სჭირდება, ჩვენ სწორი სატვირთო ვაგონები გვჭირდება - გერმანიის მთავრობა ამაზე მუშაობს“, - განაცხადა ბაერბოკმა.
ამასთან, ბაერბოკმა დასძინა, რომ საბოლოოდ, ისინი მარცვლეულის სრულად გატანას ვერ მოახერხებენ.
„ნათელია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ მთელი მარცვლეულის გატანას, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ მისი ნაწილის გათავისუფლებას სხვადასხვა მარშრუტებზე, მაშინ ეს დაგვეხმარება, რადგან ჩვენ ახლა გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - დასძინა ბაერბოკმა.

























