მამუკა მდინარაძე კონსტიტუციაზე - ადამიანები, ვინც ამას ხმა არ მისცა, „ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ მხოლოდ ხაზს

,,ჩვენი ყველას სურვილი იყო, ობიექტურად, ვინც ამ ქვეყანაზე ვფიქრობდით და ვინც ობიექტურად ვართ დაინტერესებული, რომ ამ ქვეყანამ ევროპული გზა აირჩია, საბოლოოდ, ამ ყველაფერს პოზიტიური შედეგი ჰქონდეს. ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპას და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ,,ქართული ოცნების’’ მიერ კონსტიტუციაში ევროპული არჩევანი ჩაიწერა.

,,სხვა შორის, ახლა რომ კონსტიტუციის მუხლს მოიშველიებენ, ისე გამოდის, თითქოს მათ ჩაეწეროთ და შემდეგ ვიღაც ამის არ შესრულებით იყოს დაინტერესებული. ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში. არის პირდაპირი დავალება, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მმართველობაში, რომ მათ უნდა აირჩიონ ევროპული გზა, უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. როდესაც, ადამიანები, ვინც ამას ხმა არ მისცა, „ნაცმოძრაობაზე“ მაქვს საუბარი, მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ მხოლოდ ხაზს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად