ირაკლი ზარქუა - ხოშტარიები და მსგავსნი, არიან მეხუთე კოლონა - ვერ ეღირსებიან, ვერ მოესწრებიან, რუსეთის ამ აგენტურას ხელისუფლებაში არასდროს მოიყვანს ხალხი

ხოშტარიები და მსგავსნი, ყველა არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც მუშაობენ, რომ ევროპული პერსპექტივა გაუქრონ ამ ქვეყანას, ვერ ეღირსებიან, ვერ მოესწრებიან, არასდროს რუსეთის ამ აგენტურას ხელისუფლებაში არ მოიყვანს ქართველი ხალხი, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან დღეს სამოქალაქო სექტორის მიერ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას “შინ ევროპისკენ".

ზარქუა მიიჩნევს, რომ ევროპული არჩევანი დამოკიდებული არ არის იმაზე, ქვეყანა მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც ყველაფერში ცდილობს მოსინჯოს, რომ იქნებ არეულობა გამოუვიდეთ და ქაოსი და რევოლუცია მოახდინონ, ახლაც მცდელობა აქვთ, რომ სათავისოდ დაინახონ ეს. ევროპული ღირებულება, ევროპული არჩევანი ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა, საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ცხოვრების წესით, მრავალეთნიკურობით ადამიანის უფლებებით (ევროპული), ეს საუკუნეებით მოგვსდევს და ეს არც უგულავას, არც ბოკერიას და მით უმეტეს, არც რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიას გადასაწყვეტია. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული მისია, რომ ძირძველ ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.

სიმართლე ერთია და როცა ამას მიაწვდი პარტნიორებს, გაიზიარებენ, არ გაიზიარებენ უგულავას ნარატივს, რომელმაც 40 მილიონი მოპარა დედაქალაქს და ერთ- ერთი შემოქმედი იყო იმ დიქტატურის, რაც სააკაშვილმა შექმნა. არ დაუჯერებენ ბუნებრივია, ბოკერიას, რომელიც არის ხერხემალი ამ უბედურების, რაც ქვეყანაში ტრიალებდა, არ დაუჯერებენ ხოშტარიას, რომელმაც თქვა, რომ მერე რა მოხდა რუსული ფული მემკვიდრეობით ერგო ჩემს ოჯახსო. შე დალოცვილო, სხვას რომ ამუნათებდით როცა ხელოვნებაში და სპორტში იყო ჩართული? ეს ორმაგი სტანდარტია, ახლა უკვე რცხვენია და სხვა ფორმულირება მოუძებნა, მილიონობით რუბლს რომ იღებს და ბათუმში უძრავ ქონებას ყიდულობს?!"- განაცხადა ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა