ვიაჩესლავ ვოლოდინი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, მას სამწუხარო ბედი ელის - მთლიანად დაკარგავს სუვერენიტეტს

უკრაინა არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, ამ ფაქტს ევროპაც აცნობიერებს, მაგრამ მათ რუსეთის დასუსტების დიდი სურვილი აქვთ.

„ევროპა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს, მაგრამ რუსეთის დასუსტების სურვილი უფრო დიდია. ვაშინგტონი და ბრიუსელი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი სამხედრო ოპერაციის შესანარჩუნებლად,“ - აღნიშნა ვოლოდინმა და დასძინა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპის გადაწყვეტილება, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

„უკრაინას სამწუხარო ბედი ელის: რადგან გადაწყვეტილებების მიმღები ოფიციალურად ბრიუსელი იქნება და ქვეყანა მთლიანად დაკარგავს საკუთარ სუვერენიტეტს“, - წერს ვოლოდინი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა