რომან გოცირიძე - აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე - ხვალ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ უერთდება მიშელის დოკუმენტს და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით

აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე - ხვალ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ უერთდება მიშელის დოკუმენტს და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აქცია იქნება სიგნალი ევროპისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას, მას ასევე უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები.

„დღევანდელი აქცია ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე, 24- ში არსებობს კიდევ შანსი. ამ აქციას უნდა მოჰყვეს მომენტალურად ხელისუფლების ნაბიჯები და პირველ რიგში, ხვალ ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ უერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პირველი კონკრეტული ნაბიჯი უნდა აჩვენოს. ეს არის კონსტიტუციის მიღება მეორე მოსმენით. ასევე უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. სიტყვა და საქმე, ორივე შეიძლება განახორციელოს ხელისუფლებამ ამ სამ დღეში. პლუს დღევანდელი გრანდიოზული აქცია იქნება სიგნალი ევროპისთვის. ამ აქციას აქვს კონკრეტული, მატერიალური დატვირთვა, ეს არ არის სიმბოლური შეკრება,“ - განაცხადა გოცირიძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები