არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება” ევროკომისიის 12- პუნქტიანი პირობის შესრულებას.
კალაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ ევროპული საბჭო ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თუ „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან მოახერხა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, თუ მოახერხა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ქართული პასპორტით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, თუ “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც წარმოდგენილია? არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის მხრიდან, ევროპული საბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია”,- განაცხადა კალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"