ბელგიაში ფასების ზრდასთან დაკავშირებით გაფიცვის გამო ფრენები გადაიდო, გაჩერებულია ავტობუსების მოძრაობაც

ბელგიაში ფასების ზრდის გამო გაფიცვაა, რის გამოც ბრიუსელის აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო, ხოლო ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში საპროტესტო აქციას ათიათასობით ადამიანი დაესწრება.
როგორც Reuters-ი იუწყება, ივნისში ინფლაციამ ბელგიაში 9%-ს მიაღწია, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
როგორც მედია წერს, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე უკრაინაში ჩარჩენილი მარცვლეულია.

























