ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინელები იბრძვიან და კვდებიან თავიანთი არჩევანისთვის, რომ ევროპული საზოგადოების ნაწილი იყვნენ - განსაკუთრებული მდგომარეობაა და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ

უკრაინელები იბრძვიან და კვდებიან თავიანთი არჩევანისთვის, რომ ევროპული საზოგადოების ნაწილი იყვნენ. ევროკავშირის მხრიდან მათი არ მიღების შემთხვევაში თავს მიტოვებულად იგრძნობენ, მაგრამ იმედი მაქვს საკმარისი პოლიტიკური ნება იქნება მათ მისაღებად, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ევროპელი ლიდერების ვიზიტი და მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„უკრაინა ომშია, ომში, რომელსაც პუტინი თავისი იმპერიის შესაქმნელად აწარმოებს. უკრაინას არ სურს იყოს ამ იმპერიის ნაწილი, ასე რომ, განსაკუთრებული მდგომარეობაა და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და რასაკვირველია, ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,“- აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა