პაატა მანჯგალაძე - ცრუ პროპაგანდაა, რომ აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული - ვერც „ნაციონალური მოძრაობა" და ვერც ერთი ჯგუფი მიკროფონსაც ვერ მიეკარება, რადგან ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცის დრო

ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც ერთი ჯგუფი მიკროფონსაც არ მიეკარება, რადგან ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცის დრო, ახლა არ არის ქულების დაწერის დრო - ახლა არის ერთიანობის დრო, ისტორიული შანსის პირობებში, რომ არა დაპირისპირებით და ვინმეს განადგურებით, არამედ ეროვნული კონსენსუსით და ერთიანობით საქართველომ მიაღწიოს ისტორიულ მიზანს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, ახლა პროცესი ეროვნული თანხმობისკენ უნდა წავიდეს.

„დღევანდელ აქციას აქვს მთავარი მიზანი, რომ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, საქართველოს მეგობრებს და მტრებსაც დავანახოთ, რომ ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია არ არის მცირე ჯგუფის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ერთგვარი რეფერენდუმი შეიძლება დავარქვათ. პროცესი უნდა წავიდეს ეროვნული თანხმობისკენ, ნახევარმა საქართველომ კი არ უნდა გაიმარჯვოს და ვინმეს დამარცხება კი არ გვინდა, მაგისთვის კი არ ვართ აქ შეკრებილი - ჩვენ ვართ შეკრებილი, რომ ყველამ ერთად, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, გაიმარჯვოს.

ის, რომ ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული, არის ცრუ პროპაგანდა. ეს არა თუ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია, თქვენ ნახავთ, რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობა" და ვერც ერთი ჯგუფი მიკროფონსაც ვერ მიეკარება, რადგან ახლა არ არის პოლიტიკური კეკლუცის დრო, ახლა არ არის ქულების დაწერის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო, ისტორიული შანსის პირობებში, რომ არა დაპირისპირებით და ვინმეს განადგურებით, არამედ ეროვნული კონსენსუსით და ერთიანობით საქართველომ მიაღწიოს ისტორიულ მიზანს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან