ბათუმში აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

“შინ ევროპისკენ”- ამ ლოზუნგით ბათუმში ცენტრალურ პარკში მოქალაქეები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას. მათი თქმით, ისტორიული შანსი ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს.

შეკრებილები, ცენტრალური პარკიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მარშს მოაწყობენ.

“რუსეთში ცხოვრება არ გვინდა, საქართველოს გადარჩენის და განვითარების შანსი ევროპაშია, სწორედ ამიტომ გამოვედით ასობით მოქალაქე და ერთხმად მხარს ვუჭერთ, საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველოს კურსს ვერავინ შეუცვლის, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ევროპულ ოჯახში ცხოვრება ნიშნავს: ადამიანის უფლებების დაცვას, დასავლურ განათლებას, ჯანსაღ გარემოსა და ძლიერ ეკონომიკას. ჩვენ გვინდა ევროპაში და ამ ფორმით საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაჩვენებთ, რომ საქართველო ამ საკითხში ერთსულოვანია”, - განაცხადეს ბათუმში აქციაზე შეკრებილებმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს