უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ხარკოვზე თავდასხმისა და სლავიანსკის დასაპყრობად ძალებს აგროვებს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ოკუპანტების შესაჩერებლად და ხალხის დასაცავად.
”ოკუპაციის შესაჩერებლად გვჭირდება მხარდაჭერა, თანამედროვე იარაღი. ისეთი იარაღი, რომელსაც აქვს მეტი პოტენციალი. ამიტომ ვხარჯავ ამდენ ემოციას, ამდენ დროს და ამდენ ძალისხმევას, რომ დავარწმუნო ყველა ჩვენი პარტნიორი, რათა მძლავრი იარაღები გადმოგვცენ. ეს სიცოცხლის საკითხია“, - განაცხადა მან.