ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისათვის, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვისაც. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა.

ორბანმა ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი „და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი“ მიიჩნევს, რომ საქართველომ და ბოსნიამ და ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ სტატუსი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება