"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა - საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი! ევროპული მომავალი არის შეუქცევადი

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი! საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი!”,- ამის შესახებ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩვენი ქმედითი ნაბიჯები.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის, კარგი მმართველობისთვის, კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისათვის აუცილებელია ჩვენი ერთობა, კონსოლიდაცია და ხელშესახები პროგრესი, რათა ეს შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა გამოყენებული იქნას.

ევროპული პერსპექტივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ჩვენი ქმედითი ნაბიჯები და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც დაგვირგვინდება ღირსეული წევრობით.

ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წინაპრები, ჩვენი მომავალი თაობა იმსახურებს იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და იმსახურებს მშვიდობიან, დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას! ამისთვის კი, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ამ მიზანს ვემსახურები. მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს სანუკვარ მიზანს.

ვფიქრობ, 24 ივნისამდე, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთიანი - ხმამაღალი პოზიციის დაფიქსირება. ევროკავშირის კანდიდატობისთვის დათქმული პირობების პირველი პუნქტი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლარიზაციის დაძლევაა, სწორედ ამ მიზნით და ამ შემართებით მივდივარ დღეს 20:00 საათზე პარლამენტთან, ვინაიდან ვირჩევ ევროპულ მომავალს. მჯერა, სწორედ ერთად და ერთობით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფას“,- აღნიშნავს ქეთევან ჩაჩავა.

ქეთევან ჩაჩავას კომენტარს "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო