აქცია ქალაქის ცენტში "სკეიტ პარკში" გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
მოწყობილი იყო სპეციალური სცენა, საიდანაც გამომსვლელები საზოგადოებას მიმართავდნენ.
"მოვედი იმიტომ, რომ ხელისუფლება არ იქცევა, ისე როგორც ხალხს გვინდა. ჩვენ გვინდა ევროპაში, ჩვენი სახლია ევროპა. ასე რომ, ყველა კარი ღია უნდა იყოს. მინდა, რომ ჩემი აქ ყოფნით, ჩემი შვილების აქ ყოფნით დავაფიქსირო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა",- განაცხადა აქციის მონაწილემ, ანა თოდუამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"