მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადის გამო, გადაადგილება შეფერხებულია

თბილისის მეტროპოლიტენში, "თავისუფლების მოედანზე" გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, მოქალაქეების გადაადგილება შეფერხებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, იმის გამო, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემა არ შექმნოდათ, მეტროს ორივე ესკალატორი ერთი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ორივეს მეშვეობით ხდება მგზავრების ბაქნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აყვანა.

თავისუფლების მოედანზე აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

კერძოდ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავენ ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ასევე ლიეტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს