პარლამენტთან  მიმდინარე აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, ინგლისურ ენაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს.

მიმართვისას აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მობილური ტელეფონები ანთებული ფარნებით და პლაკატები წარწერით: „We are Europe“.

მიმართვის ბოლოს შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი.

„ევროპული საბჭოს ძვირფასო წევრებო, ვინაიდან თქვენ აპირებთ გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებმა, გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მივახლოებოდით ამ ქვეყნის თითოეული თაობის ოცნებას ევროპულ ოჯახთან გაერთიანების შესახებ.

ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, რადგან ჩვენთვის უკეთესი ალტერნატივა არასოდეს ყოფილა. ახლა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე ასე ახლოს არის, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გჯერათ ჩვენი უფრო მეტად, ვიდრე სხვას და მისცემთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩვენს მეგობრებთან- უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ქართველმა ხალხმა ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის წინ დაიმსახურა და ახლა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ყველა ჩვენგანს თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა არველაძემ.

მიმართვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა