თინა ხიდაშელი - ეს აქცია არის დასტური, რომ მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად - ეს გზავნილი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ

ეს აქცია არის იმის დასტური, რომ მუდმივად, ყოველ დღე, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ამ ევროპული არჩევანის დასაცავად - ეს გზავნილი უნდა მიიღოს ამ აქციიდან ხელისუფლებამ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს აქცია აჩვენებს ხალხის მზაობას, გააგრძელოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.

„საქართველოს მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები ცნობილია. ვიცით, რომ ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას. ხალხი იმისთვის არ არის გამოსული, რომ დაამტკიცოს ის, რაც ისედაც ვიცით. ეს აქცია იმისთვის არის, რომ აჩვენებს მზაობას, გააგრძელოს ბრძოლა. ეს არ არის პასიური მხარდაჭერა ან სახლში ჯდომა და ოცნება იმაზე, რომ ერთ დღეს ევროპელები გავხდებით. ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ მუდმივად, ყოველ დღე, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად. ეს უნდა გაიგოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს გზავნილი უნდა მიიღოს ამ აქციიდან და შესაბამისად იმოქმედოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო