დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვერ გასცემს გარანტიას, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ

რუსეთს არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ. ეს დამოკიდებულია გამოძიებაზე“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა გარანტიის მიცემა, რომ ამერიკელ ტყვეებს იგივე ბედი არ დაემუქრებათ, როგორიც ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს, რომლებსაც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ“ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მახლობლად ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ მზადაა საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს