რუსული მედია - ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარება შემოდგომაზე იგეგმება

ხერსონის ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარება წელს იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„რეფერენდუმი წელს გაიმართება. მისი ჩატარება დაგეგმილია შემოდგომაზე“, - აღნიშნა სტრემუსოვმა.

მისი თქმით, უფრო კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის. მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. რეფერენდუმის შემდეგ ჩვენ გავხდებით რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი. ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ თავი დიდი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძნოთ. ჩვენ ყირიმის გზას მივყვებით“, - განაცხადა სტრემუსოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან