დევიდ კრამერი - საქართველოს მთავრობის მოსკოვთან რიტორიკული მიერთების მიუხედავად, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - რუსეთში ფიქრობენ, რომ „ოცნება“ დაქვემდებარებაში ჰყავთ და ამ ინდივიდების სახით ბერკეტები აქვთ

საქართველოს მთავრობის მოსკოვთან რიტორიკული მიერთების მიუხედავად, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი ტელეკომპანია “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც დევიდ კრამერი აღნიშნავს, „კრემლი და პუტინი ფიქრობს, რომ ეს არის ქართველების სისუსტე - ისინი ფიქრობენ, რომ მათ ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები დაქვემდებარებაში ჰყავთ“.

„საქართველოს მთავრობის მოსკოვთან რიტორიკული მიერთების მიუხედავად, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას. ვხედავთ მოქმედებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჟამინდელი მიდგომა სიტუაციას ნამდვილად არ აუმჯობესებს მოსკოვთან. კრემლი და პუტინი ფიქრობს, რომ ეს არის ქართველების სისუსტე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები დაქვემდებარებაში ჰყავთ და ამ ინდივიდების სახით ბერკეტები აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა საქართველოში გამიჯნონ, რომ ისინი არ არიან რუსეთთან მიბმულები და არიან დამოუკიდებელი აქტორები. უნდა იმოძრაონ დასავლეთის და არა რუსეთის მიმართულებით“, - განაცხადა კრამერმა ინტერვიუში.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინასთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და „ეს კარგად არ აისახება იმაზე, თუ სად არის საქართველო საგარეო პოლიტიკის ორიენტაციით“.

„ყველა მთავრობა უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ის, რაც 24 თებერვალს მოხდა, არის სრული დარღვევა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. რუსეთი ჩადის ომის დანაშაულებს. საქართველოს ეს ყველაფერი სხვებზე უკეთ უნდა ესმოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი სწორედ რუსეთმა დაარღვია. საქართველოს 20% კვლავ რუსების მიერ არის ოკუპირებული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქვეყნის შესაძლებლობას იყოს დამოუკიდებელი და გადაიყვანოს ის პრო-რუსულ მიმართულებაზე, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც უკრაინის მთავრობას ებრძვის. ეს კარგად არ აისახება იმაზე, თუ სად არის საქართველო საგარეო პოლიტიკის ორიენტაციით. არსებობდა სერიოზული დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა შეერთებოდა თუ არა საქართველო სანქციებს. თუკი ისინი იტყვიან, რომ საქართველო არის იმ პოზიციაში, რომ სანქციებს ვერ უერთდება, მე ამ გადაწყვეტილების მესმის, მაგრამ არ მესმის იმ ფაქტის, რატომ ებრძვის საქართველოს მთავრობა უკრაინის მთავრობას. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და ცუდად ისახება საქართველოს ურთიერთობებზე“, - განაცხადა კრამერმა „პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია