საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - ეს არის მნიშვნელოვანი საგზაო რუკა რეფორმებისთვის

გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი საპროტესტო აქცია ძალიან საინტერესო იყო. იყო შესანიშნავი მობილიზაცია და სიმტკიცე, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის შესთავაზა, ევროპული პერსპექტივა, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ვფიქრობ, ის, რაც ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, იძლევა იმედის, მობილიზაციისა ოპტიმიზმის საფუძველს, რადგან ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის მნიშვნელოვანი საგზაო რუკა რეფორმებისთვის, იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს წინსვლა და წარმატება. ეს არის ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტური შედეგი. ის, რაც გუშინ ვნახეთ, იყო მობილიზაცია და სიმტკიცე წინსვლისთვის,“- აღნიშნა ელჩმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში