„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქარელში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ქარელში 2 სათბური მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მცირე მეწარმეს, ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰა-ზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის“ დახმარებით, ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ გვერდით ასეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას და მოტივაციას გვაძლევს, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ, ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ და რეგიონი გავაძლიეროთ“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსის, გიორგი ბოჩიკაშვილის თქმით, რიგით მესამე სათბურის მოწყობის შემდეგ, მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს.

„ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში სულ მალე, კიდევ ერთი - რიგით მესამე სათბური გაკეთდება. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აგრო სექტორის მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის