პრემიერი ყატარის ფორუმზე - ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ინტერესები გვაქვს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე

2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს - ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არსებულ სიტუაციაში მოწყვლადია.

„უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. 20% დღემდე ოკუპირებულია. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის რეალობა. მიმდინარე ოკუპაციაა. მინდა ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველო იყო რუსეთის აგრესიის წინაშე და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. რუსეთს არანაირი სანქციები არ დაუწესდა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, სულ ახლახან 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან.

რომ ვუპასუხო კითხვას, სად არის საქართველო ამ სიტუაციაში - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ, ამ სიტუაციაში მოწყვლადი ვართ. გვაღელვებს ჩვენი ერისა და ხალხის უსაფრთხოება. უკრაინას პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე - გაერო, ეუთო. 260 რეზოლუციას შევუერთდით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დაუწესა.

„მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მთავრობამ ეროვნულმა ბანკთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს - საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს უსაფრთხოების გამო. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ პარტნიორებთან.

მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო, შეიძლება მეტი უსაფრთხოების გამოწვევა აქვს მას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს