იაგო ხვიჩია - იმის შემდეგ, რაც ჩვენ შარლ მიშელს დავმართეთ, საერთოდ რომ კორექტულად ლაპარაკობს და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ არ ბილწსიტყვაობს, უნდა დავუფასოთ

იმის შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოში შარლ მიშელს დავმართეთ, საერთოდ რომ კორექტულად ლაპარაკობს და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ არ ბილწსიტყვაობს, უნდა დავუფასოთ - სამწუხაროდ, ამ ადამიანთან კარგი საქმე არ გაგვიკეთებია - პირიქით, რითაც შეგვეძლო საქმე გავაფუჭეთ! - აღნიშნული შეფასება “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგად გაიცნეს და მაღალი წარმოდგენა არ აქვთ.

“რაც ევროპელებმა სტატუსის მისაღებად გვთხოვეს, ამას ხელისუფლება თავისი ნებით არ გააკეთებს და ან ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ფაქტობრივად, მოთხოვნა ერთპიროვნული მმართველობის დასრულება და ხელისუფლების რეალური გადანაწილება იყო. რომ გითხრათ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება ამაზე ფიქრს და ამის გაკეთებას უკვე დაიწყებს, ამის ნაკლებად მჯერა. ხელისუფლება კვლავ ეცდება, ადამიანების რეაქციებს დააკვირდეს - თუ როგორ მიდის პროტესტი და სერიოზულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა დაინახავს, რომ მის ძალაუფლებას სერიოზულად ექმნება საფრთხე. ჯერ ამის დანახვა რთულია, თუმცა ხალხმა თავისი ნება ნათლად და გასაგებად აჩვენა.

ამ ნების დასანახად არც ოპოზიცია არის მზად. იმის ართქმა, რას აპირებ და თქმა: მოდი 24 ივნისს და გეტყვი, პირველი ნაბიჯია სისუსტისკენ. აქციების დაშლა სულ ასე ხდება - ხალხი შეიკრიბება და ეუბნებიან: რამდენიმე დღეში მოდი... პროტესტი ასე ქრება. რა და როგორ იქნება, ამას ვნახავთ, რადგან 24 ივნისიც მალე მოვა, მაგრამ თუ გინდა, სერიოზული შედეგები მიიღო, ამისთვის საჭიროა გეგმის დადება და იდეის მოფიქრება, თუ როგორი იქნება ქვეყანა და აკმაყოფილებს თუ არა იმ კრიტერიუმებს, რაც ევროპული თვალსაზრისით ქვეყნის მიმართ არსებობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან