გიორგი ვაშაძე - მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია - ეს არის ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!

მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, დათმოს მიტაცებული ძალაუფლება და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს უთხრას.

„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დეკემბრამდე გვაქვს შესასრულებელი, არის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, მინდა დავასახელო ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად მინდა ამ ტრიბუნიდან მას მივმართო - ბატონო ბიძინა, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნოთ ხალხს, დაუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები რუსთაველზე; დაუბრუნოთ იმ ათიათასობით ქართველს, რომელიც ემიგრაციაშია წასული უმძიმესი გაჭირვებიდან გამომდინარე. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად გაერიდოთ ძალაუფლებას და უთხრათ მთელ მსოფლიოს რომ თქვენ მზად ხართ დათმოთ მიტაცებული ძალაუფლება. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება და ამ ბრძოლის გეგმას 24-ში სხვა თანამოაზრეებთან ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ჯერი თქვენზეა, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ახლა თქვენ უნდა გასცეთ პასუხი იმ ასობით ათას გულანთებულ პატრიოტს - უბრუნებთ თუ არა ძალაუფლებას?!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს