ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა უკიდურესად უთავმოყვარეო ადამიანების თავყრილობად - ეს ხალხი ჟონგლიორობს საკუთარი თავის გადასარჩენად

„ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა უკიდურესად უთავმოყვარეო ადამიანების თავყრილობად - ეს ხალხი ჟონგლიორობს ერთადერთი მიზნისთვის - საკუთარი თავის გადასარჩენად, - ასე აფასებს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ გუშინდელ აქციაზე "ქართული ოცნების" მომხრეებიც იყვნენ.

ნაცვლიშვილის თქმით, უთავმოყვარეობაა, როცა გუშინ ისინი სხვა რამეს ამტკიცებდნენ (რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" აქცია), ამის შემდეგ კი შეუძლიათ საკუთარი განცხადებები სრულიად საპირისპიროდ შეცვალონ.

"მათ სრულიად წარმოუდგენლად, 180 გრადუსით შეუძლიათ 24 საათში შეცვალონ განცხადებები - ჯერ ერთს ამტკიცებენ, შემდეგ რომ ხედავენ, რომ რასაც ამტკიცებდნენ, არ მუშაობს და სისულელეა, შემდეგ ახალ სისულელეს მოიფიქრებენ. ძალიან უთავმოყვარეო პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ ყველა სხვა პრობლემასთან ერთად. საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ჟონგლიორობს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ერთადერთი მიზნისთვის ჟონგლიორობს, რომ როგორმე თავი გადაირჩინოს. გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, დიახ, იყვნენ "ქართული ოცნების" მომხრეები, არაერთი ადამიანი ვნახე, რომელიც ჩემს მსგავსად 2012- ში მხარს უჭერდა "ქართულ ოცნებას" და ასეთმა ადამიანებმაც ძალიან პრინციპულად და მკაფიოდ გააგონეს "ქართულ ოცნებას" თავის ხმა, რომ არავის აპატიებენ საქართველოს ევროპული მომავლის წართმევას,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა